შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

დღესდღეობით ეს დარგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მოეთხოვება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით.

საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა – კარლო ნიკოლეიშვილმა. სტუმარმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კუთხით კანონმდებლობაზე მუშაობა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ზრუნავს მისი ყველაზე მოწყვლადი ფენის გაჯანსაღებაზე. ასევე საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებზე და კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა ფეხს უწყობს საერთაშორისო პროცესებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დარგი უფრო ღრმად შეისწავლონ არჩევითი კურსის ფარგლებში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როგორც თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ასევე  პროფესიული განვითარებისათვის.