სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999 წელს.

1999-2001 წლებში იურისტად მუშაობდა საადვოკატო ბიუროში – “მიგრიაული და პარტნიორები”, 2001-2005 წლებში კი ბანკ “რესპუბლიკაში” უფროსი იურისტის თანამდებობაზე, 2004 წლის ივლის-აგვისტოში BearingPoint, Inc იურიდიულ ექსპერტად, 2004-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში იურიდიულ ექსპერტად. 2003 წლის თებერვალ–მაისში მუშაობდა მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში, 2004 წლის დეკემბრიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საბანკო სამართალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკასა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

ზურაბ ჭეჭელაშვილს გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელოები კერძო სამართლის მიმართულებით, ის ასევე არის რამოდენიმე სახელმღღვანელოს თანაავტორი და მთარგმნელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნვიერსიტეტში პროფესორი უძღვება ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის კურსებს.

 

CV