შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 24 და 25 მაისს 16:00 ა505 აუდიტორიაში გაიმართება ტრენინგი – მედიაციის არსი და მისი განვითარება ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელსაც წარუძღვება თეო კვირიკაშვილი, იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის იურისტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი
მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. ეს არის კონფლიქტის მოგვარება დამარცხების გარეშე.

მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო უნარებით აღჭურვილი ადამიანი, რომლის ამოცანაა, დაეხმაროს მოდავე მხარეებს დიალოგის წარმართვაში და ამ გზით ორივესთვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის ძიებაში.

საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების ინიცირება 2011 წელს განხორციელდა. 2012 წელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში იმპლემენტირებულ იქნა სასამართლო მედიაციის მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული სიახლე წარმოადგენს საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის დანერგვისთვის მნიშვნელოვან სიახლეს, რაც მედიაციის სფეროში უფრო მეტი განვითარების საწინდარად მოგვევლინა.

ხანგრძლივობა: 2 დღე, 3 საათი (თითო შეხვედრა 1:30 წთ შუაში მოკლე შესვენებით)

ფორმა: სალექციო (თხრობითი ნაწილი პრეზენტაციის დახმარებით, კითხვა-პასუხი)

დამსწერთა ოპტიმალური რაოდენობა: 25-30 სტუდენტი

სამიზნე ჯგუფი: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გელოდებით არ გამოტოვოთ ეს შანსი !!!