2017 წლის 6-16 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი, რიჩარდ ბეილსი. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ილიას ჩილოღლუს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ეკატერინე ბაკარაძეს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში, მათ უნივერსიტეტის სტრუქტურის, სწავლების სპეციფიკასა, მასში არსებული ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

12 ოქტომბერს ღონისძიება, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა, ექსპერიმენტული და თანამედროვე სწავლების მეთოდების წახალისებასა და იმპლემენტაციას. ზემოთ ხსენებული ტრენინგ-სემინარი თავისი სპეციფიკურობითა და უნიკალურობით გამოირჩევა. იგი კონცენტრირებულია თითოეული მსმენელის მაღალ აქტივობაზე, რომელსაც ქმნის სპეციალურად შექმნილი იმიტირებული, სტერუსლი გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფორმის სემინარები თეორიული ცოდნის ამაღლებასთან ერთად, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ შექმნილ დაბრკოლებებს და თავიანთ თავზე გამოეცადათ ამერიკული კოლექტიური შრომითი მოლაპარაკების მოდელის სპეციფიკა და რიგი თავისებურებები. შრომითი სამართლის კურსში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამართლის ისე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა.

  • 8O2A8418_Easy-Resize.com
  • 8O2A8422_Easy-Resize.com
  • 8O2A8425_Easy-Resize.com
  • 8O2A8429_Easy-Resize.com
  • 8O2A8432_Easy-Resize.com
  • 8O2A8634_Easy-Resize.com
  • 8O2A8635_Easy-Resize.com
  • 8O2A8646_Easy-Resize.com
  • 8O2A8673_Easy-Resize.com
  • 8O2A8676_Easy-Resize.com
  • 8O2A8679_Easy-Resize.com
  • 8O2A8684_Easy-Resize.com
  • 8O2A8688_Easy-Resize.com