შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველი კურსის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს აუცილებელი ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა ქულათა განაწილების სისტემას, ინფორმაციას აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც აქამდე განხორციელებულა და ასევე, იმ აქტივობებზეც, რომლებიც 2017-2018 აკადემიური წლის განმავლობაში იგეგმება. სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემებსაც, რომლებსაც სწავლის პერიოდის განმავლობაში გამოიყენებენ.

პირველ კურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად აინტერესებდათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური სასწავლო წელი პირველ კურსელთათვის დაიწყო 2017 წლის 18 სექმტემბერს.

  • IMG_5873_Easy-Resize.com
  • IMG_5875_Easy-Resize.com
  • IMG_5883_Easy-Resize.com
  • IMG_5896_Easy-Resize.com
  • IMG_5897_Easy-Resize.com
  • IMG_5899_Easy-Resize.com
  • IMG_5901_Easy-Resize.com
  • IMG_5903_Easy-Resize.com
  • IMG_5904_Easy-Resize.com
  • IMG_5908_Easy-Resize.com
  • IMG_5921_Easy-Resize.com
  • IMG_5925_Easy-Resize.com
  • IMG_5928_Easy-Resize.com
  • IMG_5939_Easy-Resize.com
  • IMG_5944_Easy-Resize.com
  • thumbnail (1)
  • thumbnail