შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს და ნელ-ნელა მიიწევს იმისკენ, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის ჯანსაღ განვითარებასა და რესოციალიზაციას.

საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა –  ხატია შეყილაძემ. სტუმარმა ისაუბრა ქვეყანაში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებზე და მათ მნიშვნელობაზე, როგორც ზოგადად საზოგადოებისთვის, ისე უშუალოდ იმ არასრულწლოვნებისთვის რომლებიც კოდექსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ.

ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და კიდევ უფრო მეტი გაეგოთ თემასთან დაკავშირებით.

  • 8O2A8065_Easy-Resize.com
  • 8O2A8067_Easy-Resize.com
  • 8O2A8071_Easy-Resize.com
  • 8O2A8072_Easy-Resize.com
  • 8O2A8073_Easy-Resize.com
  • 8O2A8074_Easy-Resize.com
  • 8O2A8075_Easy-Resize.com
  • 8O2A8078_Easy-Resize.com
  • 8O2A8081_Easy-Resize.com
  • 8O2A8082_Easy-Resize.com
  • 8O2A8088_Easy-Resize.com
  • 8O2A8091_Easy-Resize.com
  • 8O2A8100_Easy-Resize.com