შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირების კურსი „პარტნიორისასწავლო დაწესებულებების სტუდენტების სტაჟირება შსს-ს აკადემიაში“

სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებს კრიმინალისტიკასა და ტაქტიკურ სწავლებაში თეორიული და პრაქტიკული ლექციები ჩაუტარდათ. მათ მესაზღვრის უნარ-ჩვევების პრაქტიკული კურსიც გაიარეს. სტუდენტები, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს,  შსს-ს არქივსა და ექპერტიზის ბიუროს ეწვივნენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.