შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ სტუდენტა სარეიტინგო სისტემის პროგრამაში.

სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა (შემდგომში „სარეიტინგო სისტემა“) არის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას კლასგარეშე აქტივობების მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 სარეიტინგო სისტემის ძირითადი მიზანია სტუდენტთა რეიტინგის განსაზღვრა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და მათთვის მინიჭებული კონკრეტული ქულების საშუალებით ხდება.

ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 5 თვის განმავლობაში.

სარეიტინგო სისტემაში მონაწილეობისათვის 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, 15 სექტემბრამბრის ჩათვლით მიმართეთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას A504-ე აუდიტორიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი დოკუმენტები:

სარეიტინგო სისტემის გზამკვლევი

სარეიტინგო სისტემა