შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს იმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე.

სამიზნე ჯგუფი:
საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები.

შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები :

  • სისხლის სამართლის კერძო ნაწილი;
  • სახელშეკრულებო სამართალი;
  • ადმინისტრაციული სამართალი (წარმოდგენილი იქნება კომბინირებული კაზუსი).

შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული თითოეული მიმართულების მიხედვით, რომლებიც დასაჩუქრდებიან სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 ივნისი.

შეჯიბრში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.