შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში , 27-29 სექტემბრის ჩათვლით, ტრენინგი – იურიდიული ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომები, “ჩანაფიქრიდან მოქმედებამდე” გაიმართა.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებს გაეცნოთ ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ერთიანდება დანაშაულის ჩანაფიქრიდან მის განხორციელებამდე შუალედში.

27 სექტემბერს, უნივერსიტეტს კრიმინალისტი, გიორგი მათიაშვილი ესტუმრა. მან სტუდენტებს ადამიანის ქცევის შემსწავლელი ბიოფსიქოსოციალური მიდგომა გააცნო და დამნაშავის ფსიქოლოგიის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის განმავლობაში, მოწვეულმა სტუმარმა სხეულის ენის შესახებ ისაუბრა, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ადამიანის განწყობასა და ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მისი გამოხატვა.

მეორე დღე ფსიქიატრიული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-ფსიქოლოგს დაეთმო, რომელმაც ისაუბრა აფექტური მდგომარეობის დადგენისა და ბრალის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებების აღმოჩენის პრაქტიკულ დეტალებზე.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 29 სექტემბერს მოწვეული, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძის ვიზიტი. მან სტუდენტებს გააცნო არტ-თერაპიის საფუძვლები. თუ როგორ ხდება სხვადასხვა ნახატისა თუ ჩანახატის მეშვეობით ადამიანის ფსიქოტიპის დადგენა და ანალიზი. შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა-დამსწრე სტუდენტებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები, ისე სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდან.

  • 8O2A5601_Easy-Resize.com
  • 8O2A5623_Easy-Resize.com
  • 8O2A5692_Easy-Resize.com
  • 8O2A5823_Easy-Resize.com
  • 8O2A5920_Easy-Resize.com
  • 8O2A5955_Easy-Resize.com
  • 8O2A5969_Easy-Resize.com
  • 8O2A5980_Easy-Resize.com