შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ვიმედოვნებთ, რომ ეს აკადემიური წელი იქნება თქვენთვის  სიახლეებით აღსავსე და ამასთანავე ნაყოფიერიც.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფაკულტეტი თქვენთან გამართავს საორიენტაციო შეხვედრას სამშაბათს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, B კორპუსის საკონფერენციო დარბაზში და გაგაცნობთ ძირითად ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესში აუცილებელია.