მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

Nთარიღიაქტივობა
12018 წლის 23 მარტი – 22 აპრილი (23:59 სთ)სააპლიკაციო ფორმის შევსება
22018 წლის 4 აპრილი, 13:00 სთპროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი)
32018 წლის 5 აპრილი, 12:00 სთპროექტის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
42018  წლის 12 აპრილი, 17:00 სთპროექტის პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (თბილისი)
52018 წლის 22-30 აპრილიგუნდების გამოვლენა ლექციებისთვის
62018 წლის 1-7 მაისილექციები შერჩეული მონაწილეებისთვის
72018 წლის 10-11 მაისიტესტირება
82018 წლის 14 მაისიგასაუბრება
92018 წლის 15 მაისი – 7 ივნისიშეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება
102018 წლის 8-10 ივნისიეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2018 წლის 8-10 ივნისს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

–     პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

–      შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

–      გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

–      ფინალში გამარჯვებული გუნდი

–      საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 22 აპრილისა (23:59 სთშემდეგ ელ.ფოსტაზე – IHL@tcj.gov.ge

განაცხადის ფორმისა და შეჯიბრის წესების, ასევე, დამატებითი ინფორმაციის სანახავად, სტუდენტებს შეუძლიათ ეწვიონ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს.

განაცხადის ფორმა