შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის
ორგანიზებით 20 დან 31 მაისის ჩათვლით ჩატარდება კურსი, სამართლებრივ
აკადემიურ წერაში, რომელსაც გაუძღვება პრაქტიკოსი ადვოკატი, საერთაშორისო
საადვოკატო ბიუროს Mayer Brown LLP – ის პარტნიორი და დამოუკიდებელი
სამართლებრივი კონსულტანტი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში,
პროფესორი ტომ ჯერსილდი.
სხვადასხვა წლებში ის ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას 40-ზე მეტ
ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს ბიზნესისა და კომერციული
სამართლის მიმართულებით.
კურსის ფარგლებში განიხილება:
⭕️ აკადემიური სამართლებრივი წერის მეთოდები და მიზნები,
ლიტერატურულ, პოეტურ ნაშრომებსა და ესეებთან შედარების
საფუძველზე
⭕️სტუდენტები პროფესორთან ერთად იმსჯელებენ სამართლებრივი
აკადემიური წერის იმ გამორჩეულ ფაქტორებზე, რომლებიც განასხვევბს
მას სხვა ტიპის წერისაგან.
⭕️სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ კონტრაქტები,
სტატუტები, საბრალდებო დასკვნები და პრაქტიკულად გამოიყენონ
მიღებული ცოდნა.
ლექციის ფარგლებში ლექტორი ასევე ისაუბრებს:
⭕️საკორპორაციო სამართალსა და მის პრინციპებზე, ძირითადად ყურადღებას
გაამახვილებს კერძო ბიზნეს სამართლზე, რომელიც მოიცავს საოჯახო
კომპანიებს, ერთობლივ საწარმოებსა და საერთაშორისო პრაქტიკას;
⭕️შესავალზე ამერიკულ სამართალსა და სამართლებრივ კულტურაში,
რომელიც მოიცავს საკამათო სასამართლო გადაწყვეტილებებს,
მოლაპარაკებებსა და ბიზნეს კონტრაქტების შედგენის ტექნიკას.
კურსზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი საკითხით დაინტერესებული
სტუდენტისთვის.
The course in Legal writing will be organized by the Faculty of Law of the International
Black Sea University from 20 to 31 May. The course will be led by the practicing lawyer
of international law firm Mayer Brown LLP, independent legal consultant on international
business law professor Tom Jersild.
Since 2000 he had done consulting and teaching work in more than 40 countries,
primarily on business and commercial law matters.
Under CILS auspices he had served as a visiting professor including in Odessa,
Dnipropetrovsk, Vilnius, Kaliningrad, Archangelsk, Kazan, Murom, Tbilisi (in 2009),
Belgrade, Rezekne and Berdyansk.
Within this course will be covered:
⭕️ the methods and purpose of legal writing;