შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით  16 მარტს გაიმართა „ირაკლი კიკნაძის მასტერკლასი აკადემიური წერის სტანდარტები”, რომლის მიზანი გახლდათ, სამართლის ფაკულტეტის ექსკლუზიური პროექტის “იბსუ-პედიის” პოპულარიზაცია და სტუდენტებში აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოგეხსენებათ “იბსუპედიაში” მონაწილეობა გახლავთ ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი სარეიტინგო სისტემაში მონაწილეობისათვის, ამიტომ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამომწურავი პასუხები მოესმინათ გამოცდილი ადამიანებისგან.