AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პიროვნულ განვითარების სემინარში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები. დეტალურად პროექტის შესახებ იხილეთ: www.isie.ge/europe
 
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში; გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ახალგაზრდა 18 დან 29 წლამდე,
ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო
უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:
რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
საზღვარგარეთ საცხოვრებელი 100% დაფინანსებულია.
პროექტის დეტალები:
ქვეყნები: იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. (მონაწილე ირჩევს)
ხანგრძლივობა: ჯამში 7 კვირა (1 კვირა ტრენინგი საქართველოში, 6 კვირა პროგრამა საზღვარგარეთ)
ღირებულება: 720 ლარი.
საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
პროექტის განხორციელების დრო: ოქტ, ნოე, დეკ 2018. იან, თებ, მარ 2019. (მონაწილე ირჩევს)
სემინარის განხორციელების დრო: ივნისი 2018.
გაიცემა 2 სერთიფიკატი: 1) ტრენინგისთვის (ISIE) 2) გაცვლითი პროგრამისთვის (AIESEC).
გადახდა: შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა. გადასახადის პირველ ნაწილს 240 ლარს მონაწილე იხდის მხოლოდ გასაუბრების გადალხვის შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 480 ლარს სემინარის განმავლობაში, როცა ასევე ხდება მონაწილის საზღვარგარეთ პროგრამაზე მორგება.
გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს სტუდენტებსა და კურსდათმავრებულებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ადმინისტრაციის მონაწილეებსაც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რაც დაეხმარება თქვენს უნივერსიტეტს ადამიანური რესურსების განვითარებაში.
რეგისტრაციის ვადა: 15 ოქტომბერი.