მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი

ამირან მაკარაძემ 2009 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალვრო პროგრამა. 2009-2010 წლებში ის სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე, 2013-15 წლებში კი ოსლოს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ბიზნეს, საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2017 წლიდან ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სხვადასხვა დროს ის იყო იურიდიული ოფიცერი – შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ში (შუახევის ჰიდრო-ელექტრო სადგურის პროექტი), სამართლებრივი ანალიტიკოსი – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტში (ოსლო, ნორვეგია), სამართლებრივი მკვლევარის ასისტენტი – საერთაშორისო და ევროპული სამართლის ცენტრში (თესალონიკი, საბერძნეთი).

ამჟამად, ამირან მაკარაძე არის იურისტი იურისიულ კომპანიაში “Begiashvili and Co. Limited” და “Invet Group”.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ის უძღვება სალექციო კურსს საინვესტიციო სამართალში.

CV