ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ამ დრომდე ის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი 2016 წლის 27 ივნისიდან.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM). 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
2000–2001 წლებში ანა დოლიძე იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ – ამავე პროგრამის კოორდინატორი.

2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კოორდინატორის თანაშემწის, ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, ხოლო 2004 – 2006 წლებში ამავე ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი, 2010–2011 წლებში – მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (აშშ).

2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე ანა დოლიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2005-2015 წლებში კითხულობდა ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში; უელსის კოლეჯში (აშშ); ელმირას მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში (აშშ); ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (აშშ); კომპლუტენსის უნივერსიტეტში (ესპანეთი), დიუკის უნივერსიტეტში (აშშ); 2013 წლიდან არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი პროფესორი(კანადა).

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.

მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

CV