შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული უნერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცხადდება აპლიკაციების მიღება საზაფხულო სკოლაზე ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაიარონ შემდეგი კურსები:

  • ამსტერდამის მოდის გამოწვევა;
  • ლიდერობა ევროკავშირში (მოიცავს ვიზიტს ბრიუსელში);
  • პროფესიული ინგლისური და პერსონალური ბრენდინგი;
  • სტარტ-აპ და სქეილ-აპ ბიზნესი.

მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს მოუხდებათ დაფარონ:

  • ცხოვრების ხარჯები (სურვილის შემთხვევაში) – 29 ივნისი – 13 ივლისი, 275 ევრო;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი (3-5 ევრო დღეში);
  • რეგისტრაციის მოსაკრებელი – 100 ევრო;
  • თვითმფრინავის ბილეთები;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • კვების ხარჯები (სურვილისამებრ) – 8-12 ევრო დღეში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სხვა კურსების შერჩევის შემთხვევაში, დამატებითი საფასური იქნება – 795 – 1,350 ევროს ფარგლებში.

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. IBSU-ს სააპლიკაციო ფორმა
  2. ნიშნების ფურცელი;
  3. სამოტივაციო წერილი (500 – 600 სიტყვა);
  4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აპლიკაციის გამოგზავნის საბოლოო ვადა არის 25 აპრილი.