მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი

2012 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი გერმანული სისხლის სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის კათედრაზე. სხვადასხვა დროს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდისა და მაქს-პლანკის ინსტიტუტის  სტიპენდიანტი. მუშაობდა იურიდიულ ფირმაში ,,Becker Büttner Held München“ და ასევე ხელმძღვანელობდა სასემინარო ჯგუფებს მიუნხენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ბაჩანა ჯიშკარიანმა 2015 წელს დააფუძნა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, არის იურიდიულ კომპანია „სამართლის სახლის“ ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სისხლის სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე.

ელ-ფოსტა: bjishkariani@ibsu.edu.ge