სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

ბესიკ მეურმიშვილმა 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და  ამავე უნივერსიტეტში წარმატებით მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და ტრენინგში.

2001–2013 წლებში ბესიკ მეურმიშვილი მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ პერიოდში, მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პოზიციები.

2013 წლიდან ბესიკ მეურმიშვილი სამართლის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კუთხულობს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.

 CV