ბოლონიის პროცესში ჩართვის შედეგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების მიღებასა და გაღრმავებაში კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის გზით.

სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან სტაჟირება პროგრამების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სასამართლოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან.

სტაჟირება ხშირად წარმოადგენს დასაქმების პლატფორმას ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ის ზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე, სრულყოფს მათ უნარებს და საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრი გახდეს. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ ორგანიზაციაში.