საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება

სამართალმცოდნეობა
პროგრამის ხელმძღვანელივახტანგ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებთა კანდიდატი

ტელ.: 596 555 955, ელ. ფოსტა: vzaalishvili@ibsu.edu.ge

სწავლების საფეხურიბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
სწავლების ენაქართული
საგანმანათლებლო

პროგრამის ტიპი

აკადემიური, ძირითადი
კრედიტების რაოდენობა240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაციასამართლის ბაკალავრი

Bachelor of Law

დაშვების წინაპირობებიპროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე შესაძლებელია შიდა მობილობის ან გადმოყვანის წესით (გარე მობილობა) ჩარიცხვა, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანისამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე სამართლის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების სოციალური ბუნება, მისი როლი და ადგილი თანამედროვე მეცნიერებათა სისტემაში, ასევე კონსტუტიციური, სისხლის, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამართლის სხვა მნიშვნელოვანი დარგების თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. სტუდენტები შეისწავლიან და გაეცნობიან სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს, სახელმწიფო მმართველობის ფორმებს, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების პრინციპებს, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით საყოველთაოდ აღიარებულია დამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფომ მართველობის პრინციპებს, მეთოდებს, ორგანოებს, მათსისტემასა და სახეებს, ადმინისტრაციული პროცესის განხორციელების პრაქტიკას; დანაშაულთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულაციას, დანაშაულის კონცეფციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნებას; ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ასპექტებს, ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების კრიტერიუმებს, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეწარმეო და შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას; თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს, საერთაშორისო საჯარო, კერძო და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ძირითად დებულებებს. პროგრამის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტებს როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი იურისტებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და პირად წინსვლას;

სწავლის პროცესში განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა იურიდიული მეცნიერებების თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამართლებრივი ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებითი, სამართალგამოყენებითი პრაქტიკისა და სოციალ-ეკონომიკური პროცესების, ისტორიული, სამართლებრივი, ეთიკური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს, ქართული სამართლისა და მოწინავე ქვეყნების სამართლებრივი სისტემების შედარებით ანალიზს, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე სამართალმცოდნეებად და მაღალი რანგის პრაქტიკოს იურისტებად. ამასთან, უნივერსიტეტში არსებობს სამართლის კლინიკა, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის საშუალებით;

სწავლის პროცესი მომავალ ბაკალავრს საშუალებას მისცემს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, ჩატაროს კვლევა და მონაწილეობა მიიღოს  სწავლის პროცესში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, იმიტირებული სასამართლო პროცესები და სხვ.) მიმდინარეობისას გამართულ დებატებში. საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე  მოვლენების დეტალური სამართლებრივი ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება სტუდენტისთვის სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემის, ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარების განვითარება, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის ამაღლება ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ასევე  სტუდენტებისთვის ყველა პირობის შექმნა აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის;

თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სამართლის დარგის სპეციალისტი, რომელსაც ექნება პროფესიული სფეროს ძირითადი საკითხების კომპლექსური ცოდნა, შეეძლება თეორიული საკითხებისა და პრინციპების კრიტიკული გააზრება და კონკურენტულ გარემოში საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზება და განვითარება;

ისეთი ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მომზადება, რომელსაც ექნება სამართლის სფეროს თეორიული ცოდნა და პროფესიული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც საფუძველია პროფესიული განვითარებისათვის, დამატებითი დარგობრივი და მულტიდისციპლინური ცოდნის მიღებისა და გაღრმავებისთვის;

სტუდენტს ჩამოუყალიბოს აკადემიური პატიოსნება, სამოქალაქო პოზიცია, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა;

სტუდენტს გამოუმუშავოს ისეთი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, რომლებიც მას წარმატებით დასაქმების, პრაქტიკული მოღვაწეობისთვის მზადყოფნის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საშუალებას მისცემს, ჩააბაროს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სწავლის შედეგებიპროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:

კურსდამთავრებულს აქვს:

  • სამართლის სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას; აცნობიერებს სამართლის სფეროში შემავალ კომპლექსურ საკითხებს;
  • გაცნობიერებული აქვს სამართლის არსი და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის.
  • ფართო ცოდნა სამართლის წყაროების შესახებ. როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო სამართლის წყაროების, მათი ერარქიისა და ურთიერთკავშირის, კოდიფიცირებული და საერთო სამართლის ქვეყნების სამართლის მოქმედების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სამართლებრივი სისტემების, თითოეულისათვის დამახასიათებელ სამართლებრივი თავისებურებების შესახებ;
  • ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ასპექტების ცოდნა;
  • ნორმების განმარტების მეთოდების ცოდნა

კერძო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:

  • კერძო სამართლის სისტემა, უზოგადესი ცნებები (პირები, ქონება, მოქმედება) და ინსტიტუტები, სამოქალაქო სამართლებრივ ნორმათა ურთიერმიმართება და მათი გამოყენების წესები, დასავლეთის ქვეყნებისა და ქართული სამოქალაქო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შედარება;
  • კერძო სამართლის ცალკეული ინსტიტუტები, მათი ძირითადი მახასიათებლები, მათი გამოყენების სფერო და დანიშნულება, სახელშეკრულებო და კანონისმოიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
  • სანივთო უფლებების შინაარსი, მათი წარმოშობა და შეწყვეტა;
  • თუ როგორ წარმოიშობა ვალდებულება, აგრეთვე: ვალდებულების შინაარსი, დარღვევა, მეორადი მოთხოვნები, შეწყვეტა. ხელშეკრულების ტიპები, ხელშეკრულების ცალკეული სახეები, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ურთიერთობა;
  • საოჯახო და მემკვიდრეობითი ურთიერთობების შინაარსი, მათი ფუნდამენტური პრინციპები, ცნებები და ინსტიტუტები;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის არსი, სუბიექტები, მათი დამახასიათებელი ნიშნები, შექმნა და საქმიანობის პრინციპები;
  • ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობების რეგულირების პრინციპები;
  • სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპები, სუბიექტები, საქმის წარმოების თავისებურებები სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში;
  • კოლიზიური ნორმების მოქმედების პრინციპები საერთაშორისო სამართლის სფეროში;

 

საჯარო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:

  • კონსტიტუციური სამართლის არსი, დანიშნულება, წყაროები, ჩამოყალიბება და განვითარება, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსიტუტები, საქართველოს სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები;
  • მსოფლიოში და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივიურთი ერთობის სუბიექტების შინაარსი, ადმინისტრაციული წარმოების სახეები, და მათი განხორციელების წესები, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართლის ნორმები;
  • ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპები, საქმის წარმოების თავისებურებები სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში;

 

სისხლის სამართლის მიმართულებით ეცოდინება:

  • სისხლის სამართლის, როგორც სამართლის დარგის და ასევე სისხლის სამართლის მეცნიერების არსი, მისი დანიშნულება და ადგილი იურიდიულ მეცნიერებათა შორის, სისხლის სამართლის ფუნდამენტური ცნებები (დანაშაული, ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა, ბრალი, სასჯელი და სხვ.), სისხლის სამართლის სუბიექტები, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი;
  • დანაშაულთა კლასიფიკაცია, ცალკეულ დანაშაულთა სახეები;
  • სისხლის სამართლებრივი წარმოების სახეები, მისი პრინციპები, სუბიექტები, სუბიექტთა უფლება-მოვალეობები, სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში;

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:

  • საერთაშორისო საჯარო სამართლის არსი, ჩამოყალიბება და ფუნქციები, ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობები;

 

სამართლის საფუძვლების მიმართულებით ეცოდინება:

  • სამართლის არსი, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიები, ძირითადი პრინციპები, განმარტება, სახელმწიფოთა და მათში მოქმედი სამართლის ტიპები, სამართლის მიმართება სახელმწიფოსთან, რელიგიასთან, ჩვეულებებთან, მორალთან, კულტურასთან;
  • სამართლებრივი კვლევის მეთოდები, საბაკალავრო ნაშრომის, შედგენის სპეციფიკა;

სამართლის ისტორიის მიმართულებით ეცოდინება:

  • ქართული სამართლის ისტორიული წყაროები, ქართული სამართლის განვითარების ისტორია;

ინგლისური ენის მიმართულებით ეცოდინება:

  • ინგლისური ენა B2 დონეზე /საერთო ევროპული ჩარჩო-სტანდარტი/ შესაბამისი სიძლიერით ოთხივე ენობრივ კომპონენტში (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა), აღნიშნულის პრაქტიკაში გამოყენება (ინგლისური ენა I, II და III, დარგობრივი ინგლისური ენა (B1, B1+, B2).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს გააჩნია:

  • სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიების, განმარტებისა და გამოყენების უნარი. შეუძლია იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის, ხელშეკრულების, საჩივრის, სარჩელის და ა.შ.) შედგენა.
  • მიღებული ცოდნის საფუძველზე მუშაობის პროცესში პრობლემის დანახვის და პრობლემის არსის განსაზღვრის, ჩამოყალიბების უნარი;
  • პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციის მოძიების, ასევე პრობლემის გადაჭრის გზის დასახვისა, სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენება.
  • უნარი მოახდინოს პრობლემის სამართლის კონკრეტული დარგისადმი მიკუთვნება;
  • პრობლემის გადაჭრის სამართლებრივად სწორი გზის მოძიების უნარი;
  • უნარი, რამოდენიმე ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში მათი ეფექტურობის შედარების საფუძველზე აირჩიოს უკეთესი ალტერნატივა და არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი არჩევანი;

სამართალშემოქმედებითი და სამართალგამოყენებითი საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები (ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების, დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის, კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სხვა უნარები).

ზოგადი კომპეტენციები:

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს აქვს:

  • სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი გადაწყვეტის თეზისის განვითარებისა და შერჩეული მიდგომის დასაბუთების უნარი.
  • სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისა და  განმარტების, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზის უნარი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;

მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე და საბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

 

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს გააჩნია:

  • ინფორმაციის მშობლიურ და უცხოურ ენაზე მოძიების და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობით ფორმით გადაცემის უნარი.

ვერბალური კომუნიკაცია

  • საკუთარი პოზიციის ნათლად და დეტალურად გადმოცემის  უნარი;
  • უნარი, გააკეთოს წერილობით დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის ზეპირი პრეზენტაცია;
  • მოსმენილი ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილების გამოყოფის და მათი დამუშავებული სახით ზეპირად გადაცემის უნარი;
  • საქმიანი დისკუსიის წარმართვის, დარგის სპეციალისტებთან დისკუსიაში მონაწილეობის მიღების უნარი;
  • როგორც დარგის სპეციალისტების, ისე არასპეციალისტებისათვის სამართლებრივი სიტუაციის, სამართლებრივი დოკუმენტის შინაარსისა და სამართლებრივი სიტუაციების მათთვის გასაგებად ახსნის უნარი;
  • საუბრისას შესაბამისი სამართლებრივი ტერმინოლოგიის თავისუფლად გამოყენების უნარი;
  • იურიდიული ხასიათის დებატებში, სასამართლო პროცესებში, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებისა დასაკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დაცვის უნარი;
  • უნარი, გაწიოს ზეპირი კონსულტაციები იურიდიულ საკითხებზე;

წერილობითი კომუნიკაცია

  • განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ანგარიშისა და ანალიტიკური ხასიათის მასალის მომზადების უნარი;
  • წერის აკადემიური სტანდარტების გამოყენების უნარი;
  • არგუმენტირებული მოსაზრების წერილობითი სახით ჩამოყალიბების უნარი;
  • დიდი მოცულობის მქონე ინფორმაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილების გამოყოფისა და წერილობით ასახვის უნარი;
  • იურიდიული ტერმინოლოგიით დაწერილი ტექსტების თავისუფლად კითხვისა და მათი შინაარსის სრულყოფილად აღქმის უნარი;

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • დოკუმენტების ელექტრონული სახით შექმნისა და დამუშავების, ელექტრონული სახით არსებულ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • ძირითადი სამართლებრივი ბაზების (ონლაინ ჟურნალები, ბიბლიოთეკები, ნორმატიული აქტების შემცველი ვებ–გვერდები და სხვ.) გამოყენების, მათში მუშაობის უნარი.

 

სწავლის უნარი

კურსდამთავრებულს

  • აქვს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
  • სამართლის თითოეულ ქვე-დარგთან მიმართებაში საკუთარი სწავლის პროცესის სისტემატიზირების, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის მუდმივად გაღრმავების უნარი;

 

ღირებულებები

კურსდამთავრებული:

  • იცნობს იურისტის საქმიანობის ეთიკის ფარგლებს. მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას და იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
  • მიისწრაფის მონაწილეობა მიიღოს ღირებულებების ფორმირების პროცესში;
  • მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და მოქალაქეობრივი მოვალეობის გრძნობა;
  • ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებსა და თავისუფლებების პატივისცემა.

უნარი, გაითვალისწინოს სამართლიანი შენიშნვები და კრიტიკა.

 

სასწავლო პრაქტიკ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება როგორც შზსუ-ს სამართლის კლინიკაში, ასევე  სასამართლოში, პროკურატურაში, საადვოკატო ბიუროებში, სამართლებრივ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში, მერიაში, პარლამენტში და ა.შ. კონკრეტული შედეგების მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკის ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა არსებობს ზოგადი კომპეტენციები, რომლებსაც ყველა სტუდენტი უნდა ფლობდეს სასწავლო პრაქტიკის გავლის შეგეგად, როგორიცაა:

  • პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; აკადემიური განათლებისა და თეორიის დაკავშირება პრაქტიკულ საქმიანობასთან;
  • სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია; სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ქცევის წესებისა და კორპორატიული ღირებულებების გააზრება;
  • შემოქმედებითი მიდგომა დასახული ამოცანების მიმართ და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება სხვადასხვა დავალებების შესრულებისას;
  • საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება კოლეგებთან და ორგანიზაციის პარტნიორებთან/მომხმარებლებთან;
  • პრაქტიკული საქმიანობისას ახლად შეძენილი კომპეტენციების გამოყენება სხვადასხვა დავალების შესრულებისას;  ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, რომლებიც განაპირობებენ მომავალი საქმიანობის წარმატებით განხორციელებას; საქმიანობის რაციონალური ორგანიზება;

მომავალი კარიერული მიზნების დასახვა და კარიერული განვითარების გეგმის შემუშავება; მიღებული საუშაო გამოცდილებისა და შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე კარიერული ზრდის/წინსვლის დაჩქარების შესაძლებლობა.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემაპროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები და პრაქტიკული კომპონენტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. შეფასების  სისტემა უშვებს:

ხუთი სახის დადებით შეფასებას:

1) (A) ფრიადი – შეფასების 91 – 100 ქულა;

2) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 – 90 ქულა;

3) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 – 80 ქულა;

4) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61 – 70 ქულა;

5) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 – 60 ქულა.

ორი სახის უარყოფით  შეფასებას:

1)  (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

2)  (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, ქვემოთ მოყვანილი აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.

შეფასებათა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები

შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულობრივი განაწილება, მათი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასების რუბრიკები გაწერილია შესაბამისი კომპონენტის სილაბუსში.

დასაქმების სფეროკურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი სპეციალობით გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში; შესაბამის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, არასახელმწიფო (არასამთავრობო ორგანიზაციები) სტრუქტურებში, კერძო საადვოკატო ბიუროებში.  ასევე, ყველა იმ ორგანოში, სადაც არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.