2006 წელს მიიღო სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws). 2010 წელს – სამართლის მაგისტრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, ხოლო 2015 წელს – სამართლის დოქტორის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში.

დავით მაისურაძე 2010 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. 2014 წლიდან არის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტის კოორდინატორი და საპარლამენტო მდივანი.

დავით მაისურაძეს აქვს აკადემიური საქმიანობის 7-წლიანი გამოცდილება. ამჟამად ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია 2015 წლიდან.

CV