ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი

2001–2006 წწ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს წამყვანი სპეციალისტია, 2006-2014 წწ. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2005–დღემდე არის ა(ა)იპ – საერთაშორისო სამართლის ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე. 2009 წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი. საერთაშორისო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, წიგნების “თანამედროვე საჰაერო სამართლის” და “საერთაშორისო საჰაერო სამართლის” ავტორი, „საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი და ტრანცნაციონალური კორპორაციების“ და “საერთაშორისო საბაჟო სამართლის” თანაავტორი. სამართლის ფაკულტეტზე კითხულობს საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსს.

ელ-ფოსტა: dgeferidze@ibsu.edu.ge