ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2016 წლამდე იყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. დასრულებული აქვს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის პროგრამა, აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში განათლების სამართლის მიმართულებით.

განხორციელებული აქვს სამეცნიერო კვლევები განათლების პოლიტიკის მიმართულებით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტსა და ამერიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, ადამიანის უფლებების მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის მიმართულებით ბერგენის, ცენტრალური ფლორიდისა და ინდიანას უნივერსიტეტებში. ეკატერინე ბაკარაძე არის 24 სამეცნიერო პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი. კითხულობს ლექციებს ინგლისური ენისა და სამართლის მიმართულებით.

ოფისი: A506

შიდა: +995 32 2595006 (191)

ელ-ფოსტა:  ebakaradze@ibsu.edu.ge