2015 წლის 12 ივნისიდან – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი;

2015 წლის 15 ივნისიდან – სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2015 წლის 25 მარტიდან 12 ივნისამდე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი;

2006-2015 წლებში – სპს იურიდიული ფირმა – ,,გაბრიჩიძე და კომპანია“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით;

2012 -2014 წლებში – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი;

2009 -2013 წლებში – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე;

1999-2006 წლებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი;

1999 წელს  – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

1998-1999 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;

1997-1998 წლებში – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე;

1997 წელს – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

1996-1997 წლებში –  საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი;

1994-1996 წლებში –  საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

1993-1997 წლებში – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი;

1993-1994 წლებში –  საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტი;

1989-1994  წლებში –  სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა  იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით წარჩინებით;

1990-1993 წლებში – სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (მეორადი განყოფილება) ინგლისური ენის სპეციალობით.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით.

არის რამდენიმე პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი, წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი.

 

ეკატერინე გასიტაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უძღვება იურიდიული ეთიკის კურსს.