ჰოლანდიაში,  ქ. ამსტერდამში ჰუგო სინზიმერის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირაკლი დუაძე და თამარ ბაკარაძე. გუნდს ხელმძღვანელობდა შრომის სამართლის ექსპერტი ზაქარია შველიძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტში მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა, რადგან პროექტის მიზანია მონაწილე სტუდენტებს მისცეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, გამოუმუშავოს იურისტის საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

შზსუ-ს გუნდმა მოიპოვა ნახევარფინალისტის ტიტული. ქართველ მონაწილეებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შზსუ-მ.