ჩვენი გაცვლითი პროგრამები: სამართლის ფაკულტეტი, როგორც სტუდენტებს, ასევე თანამშრომლებს, აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე.შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭრებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

ფაკულტეტი, შზსუ-სსაერთაშორისოურთიერთობებისოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ. საბუთების მიღება ცხადდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო სემესტრისთვის. საშუალოდ 15-20 სტუდენტი ირჩევა სემესტრულად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: პოლონეთში, პორტუგალიაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჩეხეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

გთხოვთ იხილეთ პარტნიორ უნივერსიტეტთა სია: უნივერსიტეტის პარტნიორები

ჩვენი პროგრამა მოიცავს : სწავლა საზღვარგარეთ, სწავლება საზღვარგარეთ, ფაკულტეტის პერსონალის განვითარების საერთაშორისო სემინარები და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები.