სამართალმცოდნეობა

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობაში  ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მიმართულება იყო 2010 წლიდან. დღეს კი სამართლის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს ამ საქმიანობას და მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს სამართლის როლი და ადგილი თანამედროვე მეცნიერებათა სისტემაში. პროგრამა მოიცავს კონსტუტიციური, სისხლის, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამართლის სხვა მნიშვნელოვანი დარგების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს, სახელმწიფო მმართველობის ფორმებს, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების პრინციპებს, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ა.შ. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. პროგრამის შემადგენელი ნაწილია სტაჟირება, რომელსაც ჩვენი სტუდენტები გადიან ფაკულტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში, რაც ხელს უწყობს მათ შემდგომ დასაქმებას საჯარო უწყებებში, იურიდიულ კომპანიებში, სანოტარო ბიუროებში, კერძო კომპანიებში, ბანკებში, სასამართლოებში, სხვადასხვა საერთაშორისო და უფლებადამცველ ორგანიზაციაში.