შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა 8 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში სტუდენტების აქტიური ჩართულობით ორი ღონისძიება განხორციელდა.
🎓სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში მუშაობს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემებზე, მათი რესოციალიზაციისა და სამომავლო ახალი დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. ამ პროცესის საზოგადოებაში უკეთ წარმოსაჩენად სტუდენტების დახმარებით ფაკულტეტმა წამოიწყო სოციალური კამპანია 🔴“მე გელოდები” 🔴რომლის ფარგლებშიც მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლი.
ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ყველა პოტენციური დამსაქმებელი, საჯარო თუ კერძო სექტორი ამ ადამიანების მისაღებად,მათთვის ადამიანური საგანმანათლებლო თუ სამუშაო პირობების შესათავაზებლად.
🤝ვიდეო რგოლის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თენგიზ შაქარიშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი შავლეგ თოდუა, სტუმრებმა განიხილეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები.

👉მეორე ნაწილი დაეთმო მეგანის კანონის ჰარმონიზაციის საკითხებს ქართულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში.
ჩვენი მიზანი ამ საკითხის საქართველოს მაგალითზე განხილვა იყო. სტუმრებმა ისაუბრეს რამდენად არის ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად, გვაძლევს თუ არა სისხლისსამართლებრივი დოქტრინა და პრაქტიკა ამის განხილვის საშუალებას.
ღონისძიება გახსნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე,ამერიკისა და ევროპის განვითარებული ქვეყნების მაგალითზე,ასევე დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც წლების მანძილზე დააგროვა საჯარო თუ კერძო სექტორში აქტიური სამართლებრივი საქმიანობის შედეგად.
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ჟვანიამ განიხილა საკითხი ადამიანის უფლებების ჭრილში, ყურადღება გაამახვილა თანაბარმნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეების კოლიზიასა და კანონის დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე.
🗣შეხვედრა დასრულდა დისკუსიით სტუდენტებმა არგუმენტირებულად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება მეგანის კანონის საქართველოში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

  • image-2018-12-11
  • image-2018-12-11 (1)
  • image-2018-12-11 (2)
  • image-2018-12-11 (3)
  • image-2018-12-11 (4)
  • image-2018-12-11 (5)
  • image-2018-12-11 (6)