ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდა პროექტი „ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრი“, რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ერთმა გუნდმა. მისი წევრები იყვნენ გიორგი შალამბერიძე, თამთა თინაშვილი და გვანცა გოგსაძე, ხოლო მწვრთენელი – ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი, სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი – თამარ ხუბულური.

კონკურსი ითვალისწინებდა ორ – წერილობით და ზეპირ ტურს. პირველ ეტაპზე წინასწარ მოცემული საქმის მიხედვით გუნდებმა დაწერეს განმცხადებლისა და მოპასუხის პოზიციები. IBSU-ს გუნდი  ნახევარფინალში 7 გუნდთან ერთად გადავიდა. აქ სამი წევრისგან შემდგარი კომისიის წინაშე წარადგინეს განმცხადებელი მხარე და 2 გუნდთან ერთად გავიდნენ ფინალში, სადაც კენჭისყრის შედგად გადაწყდა, რომ მოპასუხის პოზიცია უნდა დაეცვათ. სამართლის ფაკულტეტის გუნდი გავიდა მეორე საპრიზო ადგილზე.