შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის  სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
  • კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი უმაღლესი დაწესებულებიდან თითო გუნდს.

მონაწილეობის პირობები:

–  გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს ოთხი წევრისგან;

–  გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა გამოაგზავნოს განაცხადის ფორმა.

– რეგისტრაციის დასრულებიდან პირველ სამუშაო დღეს გუნდს გაეგზავნება კაზუსი. გუნდს ეძლევა მოსამაზადებელი 2 კვირიანი ვადა.

– შეჯიბრის წესებში მოცემული მასალების წარმოდგენიდან 5 დღის განმავლობაში შეირჩევა მონაწილე გუნდები და ჩატარდება კენჭისყრა.

კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნოს:

  • ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა;
  • შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).

განაცხადები მიიღება 2017 წლის 23 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მყარი-ამობეჭდილი ფორმით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ქვემოთ მითითებულ მისამართზე. მყარი ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ საბუთები მიიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლი 9:00-დან 17:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციას შემდეგმისამართზე:

თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2, 0131, 502

საკონტაქტო პირები:

თამარ ხუბულური – პროექტის ხელმძღვანელი – tako_khubuluri@yahoo.com , ტელ: +995 551 53 22 72

ანა ცანავა – პროექტის ასისტენტი +995 322 595050 შიდა ნომერი 164

განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში.