,, დემოკრატისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის კვლევითი ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის მხარდაჭერით ატარებს მე -12 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“.

კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობიოთ გაიმართოს მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან, ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი იქნება ასევე, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისათვის კონსტიტუციოური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი.

უცხოელი და ქართველი ექსპერტების კონფერენციაში მონაწილეობა  შესაძლებელს გახდის გამოთქმული მოსაზრებები სრულყოფილად მიეწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს ცვლილებების განხორციელების პროცესში მათი გამოყენება და კონსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : აქ