შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სტუმრად ეწვივნენ: სამართლის დოქტორი და კოჩის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პოსტ-დოქტორანტი ვალენტინა რიტა სკოტი, კერძო შედარებითი სამართლისა და შედარებითი კომერციული სამართლის ექსპერტი ჯოვანა კარუნო, მილანის უნივერსიტეტის კერძო შედარებითი სამართლის პროფესორი და შედარებითი შრომის სამართლის კვლევითი ცენტრის წევრი მარკო სეგესიო და შედარებითი კერძო სამართლის პროფესორი ანდრეა ბორონი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესს გარიგებების კურსის ფარგლებში, მოწვეული ლექტორები საჯარო ლექციების კურსს ჩაატარებენ. იტალიელ სტუმრებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ილიას ჩილოღლუმ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ეკატერინე ბაკარაძემ უმასპინძლა. შეხვედრის განამვლობაში, მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მსგავსი პროექტების არსებობას, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და კავშირებზე. დასასრულს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, იტალიელ პროფესორებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს.