ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის ლექტორებთან.  სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სალექციო  კურსის ხარისხის გაუმჯობესების გზების დასახვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების განახლებული სისტემა, ასევე მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა აკადემიურ პერსონალს გააცნეს ფაკულტეტის ახალი ჟურნალის კონცეფცია, სადაც შესაძლებელია გამოქვეყნდეს მათი ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენაზე.