შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე მოქმედებს სამართლის კლინიკა, რომლის მიზნებია: უზრუნველყოს სამართლის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკული სასწავლო კომპონენტის რეალიზაცია, ხელი შეუწყოს არჩეული სპეციალიზაციის მიხედვით, მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას; სტუდენტის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და შეძენილი კომპეტენციების (ცოდნისა და უნარების) რეალურ და/ან იმიტირებულ გარემოში გამოცდას; პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის უნარების გაღრმავებას; სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელ და გუნდრურ მუშაობისაში თანამედროვე მოთხოვნების პირობებში.

კლინიკა ახორციელებს კონსულტაციებს რეალურ კლიენტებთან. მის საქმიანობას უძღვებიან მოქმედი ადვოკატები და სტუდენტთა დახმარებითა და პროცესში უშუალო ჩართულობის გზით უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. თავისი მიზნების მისაღწევად კლინიკა აქტიურად თანამშრომლოს სხვა სასწავლო დაწესებულებებთან, სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო ორგანიზაციებთან. იგი გათვლილია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებაზე.

კლინიკის აქტივობები, ძირითადად, წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: სტუდენტები მოიპოვებენ პირველად ინფორმაციას, ახარისხებენ, ამუშავებენ, აფასებენ და ინახავენ შემდგომი გამოყენებისათვის; ესწრებიან და ატარებენ კლიენტებთან შეხვედრებს, უწევენ მათ კონსულტაციას. ამზადებენ სამართლებრივ დასკვნებს, სასამართლოში სამართალწარმოებისათვის აუცილებელ დოკუმენტებს, ერთვებიან საგამოძიებო პროცესში განსახორციელებელ საპროცესო მოქმედებებში, ასისტირებას უწევენ ხელმძღვანელ ადვოკატს და, რიგ შემთხვევებში ახორციელებენ კლიენტის წარმომადგენლობას; მონაწილეობენ იმიტირებულ სამართლებრივ პროცესებში.

კლინიკა კავშირშია ფაკულტეტზე მოქმედ სასამართლო პრაქტიკის კვლევის ინსტიტუტთან და სტუდენტის ჩართულობის ერთი ასპექტი მოიცავს ინსტიტუტის პროექტების რეალიზაციისათვის ემპირიული მასალების შეგროვებასა და დამუშავებას.

ხელმძღვანელი ადვოკატის მეშვეობით სტუდენტები ითვისებენ იურიდიული პროფესიებისათვის მოქმედ ეთიკის პრინციპებს.

ცხელი ხაზი: +995 32 259 50 07

სამუშაო დრო: 09:00-17:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა