შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,იურიდიული კლინიკის ფარგლებში,  21 ნოემბერს, ჩატარდა სამართლის დოქტორის, ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ჯანაშიას საჯარო ლექცია თემაზე – ადვოკატის როლი მედიაციაში. ღონისძიებამდე სტუმარი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს – პროფ. დოქ. ილიას ჩილოღლუს.  აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა მედიაციის, როგორც სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალების პოპულარიზაციასა და ამ ინსტიტუტში ადვოკატის როლის მნიშვნელოვანი და საინტერესო თავისებურებების სტუდენტებისათვის გაცნობას. საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. სტუმარმა სტუდენტებთან ჩაატარა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლექციის მიზანი. შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმით.