მოწვეული ლექტორი, სამართლის მაგისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო ინსტანციის მოსამართლედ, ასევე იკავებდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობას.

BMW საქართველოს წარმომადგენლობაში იკავებდა დირექტორის მოადგილის თანამდებობას სამართლებრივ საკითხებში. ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა იურისტად საქართველოს სოც-უზრუნველყოფის სამინისტროში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტში. აქვს სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორსა და ადვოკატურაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს სამოქალაქო საპროცესო სამართალსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.

ელფოსტაmchantladze@ibsu.edu.ge

CV