შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი- სალომე კვარაცხელია.

შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს გააცნო ისუტიციის უმაღლესი სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის პრინციპები.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალ პროფესიულ სწავლებას. ზემოაღნიშნული უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დღევანდელ შეხვედრას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და საშუალება მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მოესმინათ კომპეტენტური პასუხები.

შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობაზე.