შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და Legal Service Group/ლიგალ სერვის გრუპი ,გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია – Law Firm Of Giorgi Zarnadze

, Kakushadze Law Office-სა და LTD Law Firm Geto Project-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კადრების პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

119546465_3246784915438868_7638675803517557065_o