„მეორე უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური

კონფერენცია – სამართლის აქტუალური საკითხები“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთობლივად ატარებენ „მეორე უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ კონფერენციას – სამართლის აქტუალური საკითხები“.

 

კონფერენციის მიზანი:

სტუდენტური კონფერენცია მიზნად ისახავს ახალგაზრდა იურისტების დაინტერესებას სამართლის აქტუალური საკითხების კვლევით; უწყობს ხელს სტუდენტთა შორის სამართლებრივი ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას და განვითარებას, ქმნის პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვისა და გადაჭრის განსხვავებული გზების დასახვის პერსპექტივას, აქტუალური, საინტერესო და ასევე პრობლემური საკითხების სიღრმისეულად განხილვისა და საკუთარი მიდგომის, საკუთარი დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას; ემსახურება სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას  სამართლის აქტუალურ საკითხებზე, ნიჭიერი სტუდენტების წახალისებას და განკუთვნილია სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

კონფერენცია მიეძღვნება საკონსტიტუციო, სისხლისა და კერძო სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება, დასამუშავებელი თემა შეარჩიონ ქვემოთ მოცემული საორიენტაციო ჩამონათვალიდან, თუმცა, კონფერენციის ორგანიზატორებთან შეთანხმებით, მისაღები იქნება კონფერენციის მონაწილეთა მიერ თავად შერჩეული თემაც.  

 

კერძო სამართლის მიმართულების თემატიკა:

„კეთილსინდისიერების პრინციპის არსის სამოქალაქო სამართალში (თემა საჭიროებს ავტორის მიერ სასურველი კონკრეტული მიმართულებით დავიწროვებას);

      • საცილო გარიგებები: (სურვილისამებრ)
        • შეცდომა;
        • იძულება;
        • მოტყუება;
      • წინასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა – სამართლებრივი შედეგები;
      • წინასახელშკრულებო ეტაპეზე ინფორმაციის მიუწოდებლობის სამართლებრივი შედეგები სამომხმარებლო გარიგებებში;
      • ქუჩაში დადებული (“ბიზნეს საწარმოს მიღმა”) ხელშეკრულებიდან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი: რესტიტუტია, თუ უსაფუძვლო გამდიდრება;
      • სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობისას შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების ფარგლები უვადო შრომით ურთიერთობაში;
      • დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ფარგლები;
      • მორალური ზიანის ანაზღაურების პრობლემა სამაუშო ადგილზე დასაქმებულზე დისკრიმინაციული ზეწოლისას – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევა;
      • „წარმომადგენლობის ინსტიტუტის  და დავალების ხელშეკრულების ურთიერთმიმართება“;
      • მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული გარიგება – ფარული წარმომადგენლის სამართლებრივი სტატუსი;
      • „მორალური ზიანის ანაზღაურება პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფისათვის“;
      • „იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესი“;
      • „კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენისას მესაკუთრის ნების არარსებობის შემთხვევებში – კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი;
      • „ხელშეკრულებიდან გასვლისა  და მოშლის დიფერენცირება და სამართლებრივი შედეგები“;
      • „პირგასამტეხლოს ფუნქციები, სახეები და სასამართლოს როლი პირგასამტეხლოს შემცირებისას“;
      • „ლიზინგის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების რეფორმის ანალიზი“ (ლიზინგის რომელიმე სახის მიხედვით);
      • „ორმხრივი ხელშეკრულების ბათილობისას სავინდიკაციო და კონდიქციური მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია“;
      • დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისა და “შესრულების” კონდიქციური მოთხოვნების კონკურენცია;

 

  • „ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებისა და ნარდობის ხელშეკრულების გამიჯვნის პრობლემა“ (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მაგალითზე);
  • “მაღალი” საპროცენტო განაკვეთი – კეთილსინდისიერების პრინციპის მოქმედების ფარგლები
  • „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადაცემის ფარგლები“
  • მოთხოვნის დათმობის სისტემური ადგილი სამოქალაქო კოდექსში;
  • „დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურებანი“;
  • ავტოსაგზაო შემთხვევისას სატრანსპორტო საშუალების “მფლობელის” პასუხისმგებლობის წინაპირობები
  • მკაცრი დელიქტური პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისას;

 

    • „ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებათა პირობებში სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები“;
    • შესრულების შეუძლებლობისა და შესცვლილი გარემოებების გამიჯვნის პრობლემა.

სისხლის სამართლის მიმართულების თემატიკა:

  • დაუდევრობის ადგილი დანაშაულის სისტემაში.
  • დანაშაულის მომზადების დასჯადობის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა.
  • დამნაშავის რესოციალიზაციის, როგორც სასჯელის მიზნის მნიშვნელობა.
  • ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულზე.
  • საპატიებელი უკიდურესი აუცილებლობა, როგორ ც ბრალის გამომრიცხველი გარემოება.
  • პროკურორი, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი
  • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება სისხლის სამართლის პროცესში
  • მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში
  • ნაფიც  მსაჯულთა სასამართლო ქართულ სისხლის სამართალწარმოებაში
  • სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები: განრიდება და მედიაცია
  • ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში
  • ბრალდებული და მისი სამართლებრივი მდგომარეობა
  • მოწმის დაკითხვა გამოძიების სტადიაზე და სასამართლოში
  • დაზარალებული სისხლის სამართლის პროცესში
  • მტკიცებულება; მტკიცების საგანი და მტკიცების პროცესი
  • კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებები
  • პატიმრობა და მისი გამოყენების საფუძვლები
  • საპროცესო შეთანხმება
  • საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
  • სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი

 

საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების თემატიკა:

  1. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
  2. ერთპალატიანი თუ ორპალატიანი პარლამენტი-  საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს პერსპექტივა.
  3. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები.
  4. საკონსტიტუციო სასამართლს პერსპექტივა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებათა კონსტიტუციურობის განხილვის შესახებ.
  5. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის წესის თავისებურებანი – სრულყოფის გზები
  6. მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციათა გამიჯვნის პრობლემა საგარეო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.
  7. შერეული თუ საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოს მმართველობის ფორმის გზაგასაყარზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს განაცხადი, (იხ. განაცხადის ფორმა) შემდეგ ელ. ფოსტაზე: giorgi.glazovi@iliauni.edu.ge  lawfaculty@ibsu.edu.ge       

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

598328898 რუსუდან შაშიკაძე (შზსუ)

577385885 – გიორგი გლაზოვი (ილიაუნი)
კონფერენციის ჩატარების წესები:

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს სამართლის სპეციალობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს. კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია; რეგისტრაციისთვის სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს განცხადება, და საკონფერენციო ნაშრომის რეზიუმე არა უმეტეს ერთი გვერდისა. დარეგისტრირებულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება ორგანიზატორებთან (ხუთ/სამ წევრიანი კომისია) და შეირჩევიან გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, (მინიმუმ სამართლის მაგისტრის ხარისხით). შერჩეულმა სტუდენტებმა ნაშრომი უნდა შეასრულოს ერთი თვის განმავლობაში. ჩაბარების შემდეგ ნაშრომებს შეაფასებს კომისია. კომისია შემდგარი იქნება ხუთი/სამი ქვედარგის სპეციალისტი წევრისგან და კომისიის თითოეული წევრი შეაფასებს ყველა ნაშრომს ცალ-ცალკე, რის შემდეგაც კომისიის წევრების შეფასებები დაჯამდება და გამოყვანილი იქნება საშუალო არითმეტიკული – ნაშრომის საბოლოო შეფასება. სტუდენტი წარმოადგენს ნაშრომს ზეპირი პრეზენტაციის გზით კომისიასა და აუდიტორიასთან ინტერაქტიულ რეჟიმში. თითოეული სტუდენტის ნაშრომის ზეპირ დაცვას აფასებს ხუთ/სამ წევრიანი კომისია. კომისიის წევრების შეფასებები ინდივიდუალურად ყველა ნაშრომზე ჯამდება, გამოიყვანება საშუალო არითმეტიკული – საბოლოო შეფასება. საკონფერენციო (წერილობითი ფორმით დაცვამდე წარმოდგენილი) ნაშრომი და ნაშრომის ზეპირი დაცვა ჯამში ფასდება 100 ქულით. საკონფერენციო ნაშრომი ფასდება 40 ქულით; საკონფერენციო ნაშრომის ზეპირი დაცვა ფასდება 60 ქულით. (შეფასების კრიტერიუმები იხილეთ დანართში).

კონფერენციის დასასრულს გამოვლინდება სამი გამარჯვებული თითოეული მიმართულებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ადგილები. კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა:

  • სერტიფიკატი პირველი ადგილის მითითებით;
  • სამართლის სამი სახელმძღვანელო;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრში 1 ტრენინგში მონაწილეობა უფასოდ;
  • შესაძლებლობა, რომ გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტის სამართლის ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალში “თანამედროვე ქართული სამართალი”.

მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა:

  • სერტიფიკატი მეორე ადგილის მითითებით;
  • სამართლის ორი სახელმძღვანელო;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრში 1 ტრენინგში მონაწილეობა 75% ფასდაკლებით.

მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა:

  • სერტიფიკატი მესამე ადგილის მითითებით;
  • ერთი სამართლის სახელმძღვანელო;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრში 1 ტრენინგში მონაწილეობა 50% ფასდაკლებით.

კონფერენციის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ ორგანიზატორი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანები.

კონფერენციის ჩატარების ვადები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 25 აპრილის ჩათვლით.
  • 28 აპრილს ჩატარდება მონაწილეობის მსურველებთან გასაუბრება.
  • 1 მაისის ჩათვლით მონაწილეობის მსურველებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათი კონფერენციაში მონაწილეებად ჩართვის შესახებ.
  • გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს 5 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის დ) კორპუსის #103 აუდიტორიაში ჩაუტარდებათ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც განემარტებათ კონფერენციის ჩატარების დეტალები.  
  • არა უგვიანეს 25 მაისისა კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო ნაშრომი.
  • ნაშრომების ზეპირი დაცვა, სერტიფიკატების გადაცემა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 2 ივნისს.