მოგესალმებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სახელით.

ჩვენი უნივერსიტეტი და ფაკულტეტზე მოღვაწე გუნდი მოწოდებულია სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის მაღალი აკადემიური სტანდარტების განათლებისა და  სტუდენტზე მორგებული სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. აქ, ჩვენ გთავაზობთ განათლებას კლასიკური და ახალი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალისა და თანამედროვეობის მოთხოვნებთან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფაკულტეტი 2016 წელს ჩამოყალიბდა, მასზე 2010 წლიდან  ხორციელდება სამართლის საბაკალავრო, ხოლო 2016 წლიდან, ასევე – შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამები. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი იურისტების აღზრდაზე, რომლებიც კონკურენტუნარიანნი იქნებიან არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია კვლევაზე ორიენტირებული გარემო: ფაკულტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის  გამოცემას, სადაც გამოცდილ მკვლევართა და მეცნიერთა გვედიგვერდ ქვეყნდება სტუდენტთა ნამუშევრები, ხოლო აკადემიური პერსონალი ახორციელებს ახალგაზრდების ჩართვას სასამართლო პრაქტიკის კვლევის კომპონენტში. ამასთან, უდიდესი ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის აუცილებელი უნარების შეძენას სათანადო მეთოდების გამოყენებით. ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა და სტუდენტებს, ასევე შესაძლებლობა ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ როგორც სახელმწიფო ისე  კერძო დაწესებულებებში. უნივერსიტეტი ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და პროფესიულ გარემოში წარმატებით ინტეგრაციაზე.

ფაკულტეტი აქტიურად აგზავნის სტუდენტებს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონკურსებზე; ამასთანავე, სწავლის პროცესში ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან ერთად მუდმივად ჩართულნი არიან უცხოელი პროფესორები აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდა, გერმანიიდან და ა.შ. უცხოელი პარტნიორი სპეციალისტების ქსელი მუდმივად განახლებადი და მზარდია.

ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ წავახალისოთ სტუდენტური ინიციატივა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომლთა მიზანი კავშირშია როგორც სასწავლო და აკადემიურ  სფეროსთან ასევე, ხცოვრების სხვა სოციალურ ასპექტებთან.

პროფესიული განათლების მიღების პარალელურად თავად უნივერსიტეტი და ფაკულტეტიც აქტიურად ზრუნავს სტუდენტთათვის ახალგაზრდული, სასიამოვნო, საინტერესო და მიმზიდველი გარემოს შექმნაზე სასწავლო პერიოდის განმავლობაში და მის მიღმა.