💡თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად.
 
📣შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესსა და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო საბოლოო პროცესისთვის მოსამზადებლად. შეჯიბრი ჩვეულებრივ, მოიცავს წერილობითი აპლიკაციების მომზადებას, როგორც პირველ საფეხურს და ზეპირ გამოსვლებს – საბოლოო საფეხურის სახით. მსაჯები არიან სამართლის პროფესორები, ადვოკატები და მოსამართლეები.
 
ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესები წარმოადგენს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაციას შესაბამისი პროცედურების დაცვით, შეჯიბრის ფორმატში. იმიტირებული სასამართლო პროცესების პრინციპები და წესები შემუშავდა ცნობილი და აღიარებული საერთაშორისო იმიტირებული პროცესების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
 
საქმეებში მოცემული იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. შეჯიბრი მოიცავს წერილობითი აპლიკაციების წარდგენასა და ზეპირ განხილვას მსაჯების წინაშე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გუნდებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
📣მონაწილეობის წინაპირობები:
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების ბაკალავრიატის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს 2-4 წევრის შემადგენლობით.
🔴გუნდების რეგისტრაცია:
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შეავსონ თანდართული ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ოქტომბერი.