📣საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტები, ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდების ორგანიზებას ახორციელებენ.

📣იმიტირებული პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია გაიმართება სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ანა პოლიტკოვსკაიას N1) 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.

💡ყოველწლიურად ლეიდენის უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებულ პროცესს (International Criminal Court Moot Court Competition), რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს. 🙌მიტირებული პროცესის მიზანია, შეჯიბრმა შეკრიბოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტები, როგორც საერთაშორისო სამართლის მომავალი იურისტები და დახვეწონ თავიანთი უნარ-ჩვევები.

📣სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდები დაგეგმილია ქ. ჰააგაში, ჰოლანდიაში, 2019 წლის 3-7 ივნისს. თითოეული ქვეყნიდან უნივერსიტეტების გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 🔴2018 წლის 1 ნოემბერი. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულსhttp://iccmoot.com/documents/🔴

💡იმიტირებული პროცესის განხორციელების წესები ითვალისწინებს ეროვნული რაუნდის გამართვას თუ ქვეყნიდან რამდენიმე გუნდი გამოთქვამს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის სურვილს.

📣აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში ჩატარდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდები, სადაც იმიტირებულ პროცესში მონაწილე გუნდებიდან გამარჯვებულები გაემგზავრებიან ფინალურ რაუნდზე ქ. ჰააგაში, ჰოლანდიაში.