🎯2021 წლის 21 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული საკვალიფიკაციო და სამართლის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული პირობები.
დაზუსტდა პროგრამის სტრუქტურა, დაშვების წინაპირობები და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ფორმა.
უნივერსიტეტბის წარმომადგენლებმა დასახეს შემდგომი სამოქმედო გეგმა და მოსამზადებელი ეტაპები.