მაგისტრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

2011 დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი), ხოლო 2013 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით. 2015 წელს მოწვეული მკვლევარის სახით იმყოფებოდა გერმანიაში, ზაარლანდის, ხოლო 2017 წელს ქ. იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტებში.

 შრომითი საქმიანობა დაიწყო 2010 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში. ამავე წელს მუშაობდა გაერთიანებულ პროფესიული კავშირების იურიდიულ სამსახურში ადვოკატის თანაშემწედ. 2011 წლიდან იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ ადვოკატი. 2014 წელს გაიარა ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანიაში, ქ. ზაარლანდის მიწის საერთო სასამართლოების სისტემაში, ხოლო 2017 წელს საერთაშორისო იურიდიულ ფირმა „ჰენგელერ მიულერის“ ფრანკფურტის ოფისში საბანკო-საფინანსო განყოფილებაში. 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტში, ამჟამად არის ფრაქცია „რეგიონების განვითარების“ აპარატის უფროსი.

2017 წლიდან გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის და გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 CV