მოწვეული ლექტორი, სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი

2001 წლიდან კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო”-ს ადვოკატია სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, პარალერულ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში იყო შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”-ს იურიდიული სამსახურის უფროსი. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი), 2014 წელს წარჩინებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით, ამჟამად არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს სადისერტაციო თემაზე ,,სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე”, არის რამდენიმე სტატიის ავტორი. კითხულობს ლექციებს თემებზე ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა, პაციენტთა უფლებები, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი და საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი. მისი კვლევითი ინტერესები ძირითადად ეხება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების პრობლემატიკასა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის თემატიკას.

ელ-ფოსტა: nbogveradze@ibsu.edu.ge