2018 წლის 6 მარტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სარეიტინგო სისტემის გამარჯვებულებისა და ზამთრის სკოლის მოხალისეთა დაჯილდოვების ცერემონიალი. სარეიტინგო სისტემის ფარგლებში გამოვლინდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც სემესტრის განმავლობაში აკადემიური თუ სოციალური კუთხით ყველაზე მეტი აქტივობა განახორციელეს.

სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული გახდა სამართლის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, თეონა გაჩეჩილაძე, მეორე ადგილზე გავიდა მე-2 კურსის სტუდენტი ქრისტინე უბილავა, მე-3 ადგილზე კი, სევე მე-2 კურსის სტუდენტი – ლანა გვალია.

გამარჯვებული 1 სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას. მე-2 ადგილზე გასული – 75%-იან ფასდაკლებას IBSU-ის ტრეინინგ ცენტრის ნებისმიერ სასერტიფიკაციო კურსე, მე-3 ადგილზე გასული, კი – 50%-იან ფასდაკლებას.