მოწვეული ლექტორი, სამართლის მაგისტრი

2013 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის განხრით. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ქართული კანონმდებლობის აპროქსიმაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციას ევროკავშირის სამართალში და ევროკავშირის კომერციულ სამართალში.

ელ-ფოსტა: smarkozia@ibsu.edu.ge