მოწვეული ლექტორისამართლის მაგისტრი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურისტი – სააგენტოს უფროსის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. სააღსრულებო და პრობაციის სისტემების ექსპერტი.

2011 წლამდე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იკავებდა იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას.

მიღებული აქვს აქტიური მონაწილეობა ქართული სააღსრულებო (2006-2010 წლებში) და პრობაციის (2010 წლიდან) სისტემების რეფორმირების პროცესში. არის ამ სისტემებში არაერთი ახალი ინსტიტუციის შექმნის ავტორი და ინიციატორი.  აქვს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის პირველი კატეგორიის ტრენერი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კითხულობს სასჯელაღსრულების სამართალს.

ელფოსტაShtodua@ibsu.edu.ge

CV